LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კრიტიკულ პაციენტებში არც ერთი ბავშვი არაა” – მარინა ენდელაძე

132
მარინა 3

ცოტა ხნის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციას მედიას ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ენდელაძემ გააცნო. მისი თქმით, ბავშვებში ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. ენდელაძე ამბობს, რომ პაციენტებში პნევმონიის რიცხვმა იმატა. მისივე თქმით, რამდენიმე ტესტის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის ბოლომდე ელიან.

ჩვეგან 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი გავწერეთ. ამ ეტაპზე 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი პაციენტის კი კრიტიკული. გამოჩნდა დინამიკაში მეტი პნევმონია, ახლა 2/3-ს აქვს პნევმონია. აღებულია დღეს ანალიზები და დღის ბოლოს იქნება ცნობილი. კრიტიკულ პაციენტებს მინდა აღვნიშნო, რომ ქრონიკული დაავადებები აქვთ. მძიმე პაციენტებში ბავშვები ნამდვილად არ არიან,“- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან სულ ამ დროისთვის 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით საერთო ჯამში 188 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 2 პაციენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები