LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

92
ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე,  ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო შეამოწმეს, რომელიც საქმიანობას სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე ახორციელებდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესის დარღვევები.

„გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები