LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისის ფონზე მთავრობა დაგეგმილზე მეტ ვალს აიღებს

73
debt

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთავრობა მომდევნო წლებში იმაზე მეტი ვალის აღებას გეგმავს, ვიდრე აქამდე იყო განსაზღვრული. ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ახალი ვალების მობილიზების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ მშპ-ს 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით კი, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 62% იქნება. ამის შესახებ სავალუტო ფოდნის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინიმ განაცხადა.

„აქ მთავარი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ ალბათ ის არის, რომ ვალის ზრდა ავტომატურად ხარჯვის ზრდასაც არ ნიშნავს. მთავრობა დეპოზიტებსაც ავსებს. თუ გავითვალისწინებთ ამ დეპოზიტებს, იარსებებს ბუფერი იმ შემთხვევისთვის, თუკი უფრო ნეგატიური რისკები გააქტიურდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თუ ასე არ მოხდება, მაშინ 2022 წელს ვალი 56% იქნება”, – აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები