LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრწანისის ქუჩაზე 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

64
ავტობუსი

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის მიზეზი სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მერიის ცნობით, კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე, სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

„აღნიშნული სამუშაოების გამო, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N557, N580, N427 გადაადგილებას შეძლებენ გულიას მოედნიდან გულუას ქუჩაზე. შემდეგ გააგრძელებენ გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დაუკავშირდებიან მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები