LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუბლაშვილი: კორონავირუსის ფარული ტარება, დამალვა და საზოგადოებაში მოძრაობა ბოროტება და დანაშაულია

91
Untitled design (64)

„კორონავირუსის ფარული ტარება, დამალვა და საზოგადოებაში მოძრაობა, როცა პირი ინფორმირებულია, რომ დაინფიცირებულია არის მოქალაქეობრივი და ადამიანური უპასუხისმგებლობა, ასევე – დიდი ბოროტება”,- ამის შესახებ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

“თუ ეს უკანასკნელი თვისებები ადამიანს თანდაყოლილი არ აქვს, შევახსენებ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ იმ დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, პატიმრობას.სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლი – განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა!

მუხლი 247 – სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!

მუხლი 248 – სანიტარიულ – ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა“! – წერს მაირიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში 6 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები