LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭავა: ეს იყო კანონდარღვევა… ჯარიმით გათვალისწინებულ 2 000 ლარს “სოლიდარობის ფონდს” გადავურიცხავ

55
კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკის ამსახველი პირბადით მისვლის გამო გათვალისწინებულ ჯარიმას, რომელის გადახდაც მას სასამართლომ აღარ დააკისრა, “სოლიდარობის ფონდს” გადაურიცხავს.

როგორც კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბანზე, “ქართული ოცნების” სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო, ეს მაინც კანონდარღვევა იყო:

“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, “ქართული ოცნების” სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა.

თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,”სოლიდარობის ფონდს” გადავურიცხო.” – წერს კუჭავა “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, კახა კუჭავას, რომელიც არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

კუჭავას ადმინისტრაციული სახდელი არ დაეკისრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები