LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭავა საუკეთესოდ გაუძღვება პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს ახლა, როდესაც მნიშვნელოვანი დებატები გველის: თალაკვაძე

155
Untitled design

“ვფიქრობ, ის მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის პარლამენტში.” – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და კახა კუჭავას წარმატებები უსურვა.

არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ის არის პროგრესული ადამიანი, ვისაც კარგი განათლება აქვს მიღებული და ძალიან მოტივირებულია:

“ჩვენს მეგობარს და კოლეგას, კახა კუჭავას წარმატებებს ვუსურვებ, ის არის პროგრესული ადამიანი, ვისაც კარგი განათლება აქვს მიღებული, ძალიან მოტივირებულია. ვფიქრობ, ის მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება პარლამენტის მუშაობას, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენ წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის პარლამენტში.

კახა კუჭავას აქვს კარგი გამოცდილება, როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ასევე ის არის კვალიფიციური, პროფესიონალი იურისტი და საერთაშორისო მიმართულებით იყო აქტიურად ჩართული. დარწმუნებული ვარ, ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოს პარლამენტის შემდგომ საქმიანობაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები და საზოგადოება დარწმუნდება ამაში.” – თქვა თალაკვაძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ სჯობს, პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში მხარე არ იყო, ხოლო თავად, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს კი ხელმომწერ ოპოზიციასთან ძალიან მნიშვნელოვანი დებატები, განხილვები და დისკუსიაში შესვლა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები