LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: ვირუსი იპოვის ყველა ადამიანს, ვისაც არ ექნება იმუნური ფარი

254
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ ციფრები ვერ განულდება და ინფექცია მუდმივად იარსებებს.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2-თან” განაცხადა, გამოსავალი კვლავ ვაქცინაციაა. მისი თქმით, ვირუსი იპოვის ყველა ადამიანს ვისაც “იმუნური ფარი” არ ექნება:

“ციფრები ვერ განულდება, მუდმივად იარსებებს ეს ინფექცია, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფექციას არ ჰქონდეს ტალღისებური მიმდინარეობა, რამაც, როგორც ტალღამ და ცუნამმა, არ დაარტყას ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. მზარდი ციფრები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს.

ყველა ადამიანს, რომელსაც არ ექნება იმუნური ფარი – ეს ნიშნავს გადატანილი ბუნებრივი ინფექციის იმუნიტეტს ან შეძენილ ფარს, ანუ  ვაქცინაციას –  ვირუსი ყველას იპოვის, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდება.

ალტერნატივა გვაქვს – ან სწრაფად დავასრულოთ პანდემია და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ, ან დაუსრულებლად გავაგრძელოთ მეექვსე, მეშვიდე, მერვე და შემდგომი ტალღების თვლა, რომელსაც, მინიმუმ, რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ დღის კოვიდსტატისტიკას: გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 3 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსი კიდევ 4 627-მა პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

29 ოქტომბრის მონაცემებით:

სულ ჩატარებულია 1 970 109 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 033 040 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.4 %-ია.

სრულად ვაქცინირებულია 935 726 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.8%-ია.

28 ოქტომბერს აიცრა 4 023 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები