LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: “ლოკდაუნი” მოსახლეობის სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს

273
bidzina-kulumbegovi-stumrad-eqimtan-23343435-2019-12-09-13-07-33-813059

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ე.წ “ლოქდაუნი” მაინცდამაინც მოსახლეობის სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს. საუბარი მიმდინარეობს ისეთ შეზღუდვებზე, რომლებიც მობილობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

„ეპიდემია, რომ აღმავალი ტრაექტორიით მიდის, ამას ახლა ჩვენ ყველა თვალნათლივ ვხედავთ. ლოკდაუნის შემოღება-არშემოღების საკთხი, ზოგადად, ეს იმდენად ლოგიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს-ხოლმე. ლოკდაუნში იგულისხმება მობილობაზე მოქმედი ფაქტორები. ლოკდაუნი არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც სახლში უნდა გამოვკეტოთ მოსახლეობა. აქ საუბარია, ვირუსის გავრცელების ბუნებრივ ნიშნულზე, ანუ რეპროდუქციულ ინდექსზე, რომელი ღონისძიებები ახდენს გავლენას. ეს არის მობილობის შეზღუდვითი ღონისძიებები. ტრანსპორტთან დაკავშირებული, არაესენციალური, არასაჭირო მაღაზიებში ვიზიტი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა “იმედის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები