LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მე-3 დოზა – როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის

219
bizina-2020-10-05-07-48-59-387528-2021-11-28_11-56-11_874876

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარების ფონზე აცხადებს, რომ დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს.

698 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

მისი თქმით, მნიშვნელოვანია შესრულდეს რეკომენდაციები და განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს მოუწოდებს ვაქცინაციისკენ, კერძოდ, მესამე დოზისკენ.

რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის..

ჩინურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 3 დოზის შემთხვევაში ეკვივალენტური მნიშვნელობა აქვს სიკვდილისგან და მძიმე დაავადების დაცვის მხრივ “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “ფაიზერის” ვაქცინას. რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობირობა შორს არის. ეს წელი იქნება მონიტორინგი თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გადაითარგმნება ამა თუ იმ ვარიანტის გავრცელების მასშტაბები, თუნდაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჯერ სტაბილურობა გვაქვს, მოსახლეობაც დაღლილია.

რეალურად არსებულ რეკომენდაციას გარეთ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 80-90 პროცენტი არ ასრულებდა. სასურველია ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაცია პირნათლად შევასრულოთ”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

პოპულალურები