LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძულ “ზმეინზე” უკრაინის დროშა აღიმართა: „რუსები იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ“

52
ing (1)

კუნძულ ზმეინზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ქვეყნის შეუპოვრობისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა – უკრაინის დროშა აღიმართა. 

ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ჰუმენიუკი ადასტურებს და აცხადებს, რომ კუნძული ოკუპანტებისგან თავისუფალია და ის უკრაინის იურისდიქციას ოფიციალურად დაუბრუნდა.

“უკრაინის დროშა დაიდგა ზმეინის კუნძულზე. სამხედრო ოპერაცია დასრულდა და ახლა ტერიტორია უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნდა”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეებში რუსმა სამხედროებმა კუნძული დაიპყრეს.

რუსეთმა კუნძულიდან ჯარების გაყვანა 30 ივნისს დაადასტურა.

“ამ ტერიტორიის ოკუპაციის განმავლობაში, რუსულმა ჯარებმა განიცადეს მძიმე დანაკარგი როგორც ტექნიკის, ასევე პერსონალის თვალსაზრისით და, საბოლოოდ, იძულებულები გახდნენ, გაქცეულიყვნენ, მათ ვერ გაუძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებს”, – წერს უკრაინული მედია.

Forbes-ის მონაცემებით, კუნძულსა და მიმდებარე წყლებში რუსებმა 915 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა დაკარგეს.

რუსეთის არმიის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, 750 მილიონ დოლარად შეფასებული კრეისერი “მოსკოვი”, რომელიც კუნძულის დაპყრობის ოპერაციაში მონაწილეობდა.

უკრაინელი ექსპერტები ჩაძირულ “რუსულ სიამაყეში” ექსპედიციას გეგმავენ – კრეისერი “მოსკოვი” ახლა უკრაინას ეკუთვნის

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები