LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურიოზული ვიდეო: ირმა სოხაძის მიერ პირდაპირ ეთერში ნასროლი თაიგული განათებას მოხვდა

709
ირმა-სოხაძე

„დღის პოსტის“ სამმა წამყვანმა ირმა სოხაძემ, მანუ მურღულიამ და თამთა კვარაცხელიამ მოირგეს საქორწილო კაბები, ვინაიდან დღევანდელი გადაცემის თემა სწორედ ქორწილს, კაბისა და სამკაულების შერჩევას ეძღვნებოდა.

გოგონებმა ახალი კაბები ჩაიცვეს, ხოლო ირმა სოხაძემ – თავისი ნამდვილი ქორწილის კაბა.

გადაცემის განმავლობაში ბევრი სახალისო მომენტი იყო, მათ შორის გამოვარჩიეთ თაიგულის სროლის ეპიზოდი – ირმა სოხაძემ გადაწყვიტა, თანაწამყვანი გოგონებისთვის თაიგულის დაჭერის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა პირველ ცდაზე არაფერი გამოვიდა… თაიგული განათებას მოხვდა და ძირს დაეცა.

უკვე მეორე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და თაიგული პირდაპირ თამთა კვარაცხელიას ხელებში „ჩაფრინდა“.

აღსანიშნავია, რომ სამივე წამყვანმა ძალიან მოიხდინა თეთრი საპატარძლო კაბები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები