LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ მუხურში პირველი სასტუმრო შენდება

342
1

საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუხურის ცენტრში, მაღალი კლასის, ევროპული სტილის 30 ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია Mukhuri Resort -ის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს ,,თორი სტუდიო“ ასრულებს. ინვესტიციის ოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება.

ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები