LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურტ კობეინის გიტარა რეკორდულ ფასად, $6 მილიონად გაიყიდა

87
pjimage

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, კურტ კობეინის გიტარა, რომლითაც მან 1993 წელს აკუსტიკური კონცერტების სერიის MTV Unplugged ერთ-ერთ ეპიზოდში დაუკრა, ჯულიენის აუქციონზე გაიყიდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.  

Martin D-18E მოდელის ინსტრუმენტის საწყისი ფასი 1 მილიონი დოლარი იყო, საბოლოოდ კი გიტარა რეკორდულ ფასად, $6 მილიონად გაიყიდა.

მანამდე ყველაზე ძვირადღირებულად Pink Floyd-ის წევრის, დეივიდ გილმორის გიტარა ითვლებოდა, რომელზეც ის Dark Side of the Moon-ის შესრულებისას უკრავდა, 2019 წელს ინსტურმენტი აუქციონზე $3,95 მილიონად გაიყიდა.

Pink Floyd-ის გიტარისტმა პლანეტის გადასარჩენად საკუთარი გიტარები რეკორდულ ფასად გაყიდა

კურტ კობეინის გიტარის ახალ მფლობელი ავსტრალიური სავაჭრო კომპანიის დამაარსებელი, პიტერ ფრიდმანია, რომელმაც წარმატებას მიკროფონების გაყიდვით მიაღწია.

ცნობისთვის, აუქციონზე კურტ კობეინის ბევრი ნივთი გაყიდულა, მფლობელები მათში საკმაოდ დიდ თანხებს იხდიან. 2006 და 2008 წელს აუქციონზე მუსიკოსის კიდევ ორი გიტარა გაიტანეს და მათში 100 000 და 131 000 აშშ დოლარი გადაიხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები