LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურტ კობეინის უკანასკნელი გიტარა აუქციონზე გაიყიდება

163

ლეგენდარული Nirvana-ს ლიდერის, კურტ კობეინის უკანასკნელი გიტარა Hagstrom Blue Sparkle Deluxe აუქციონზე გაიყიდება. მუსიკალური ინსტრუმენტი კობეინმა 1992 წელს შეიძინა, რომელიც მალევე მისი მარცხენა ხელისთვის სპეციალურად გადაკეთდა.

მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, კორტნი ლავმა გიტარა კურტის მეგობარს აჩუქა, ამ უკანასკნელმა კი წლების შემდეგ ინსტრუმენტი პორტლენდში მდებარე რარიტეტული გიტარების მაღაზიას, Black Book Guitars-ს გადასცა.

აუქციონი 26 თებერვალს გაიმართება და აღნიშნული ლოტი კობეინის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. შემოსული თანხა ფონდ Portland’s Transitions Projects-ში გადაირიცხება, რომელიც უსახლკაროებს ეხმარება. გიტარის სასტარტო ფასი 25 ათასი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები