ჯანსაღი კანი, მეტი ენერგია და სწრაფად მომუშავე ტვინი – თუ ეს ყველაფერი გინდათ, მაშინ ბრიტანელ სპეციალისტებს უნდა დაუჯეროთ, რომლებიც ჯანსაღი კვების გურუებად ითვლებიან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა dailymail – ი წერს.

არასდროს ამოიღოთ რაციონიდან ნახშირწყლები

დღეს ძალიან ტრენდულია ნახშირწყლების ამოღება, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ მათზე უარის თქმა ჯანმრთელობას აზიანებს. უბრალოდ აკონტროლეთ დღის მანძილზე ნახშირწყლების რაოდენობა.

შეეცადეთ დღეში 30-მდე სხვადასხვა დასახელების საკვები მიიღოთ

ეს ცოტა წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ეს გულისხმობს ყველაფერს, რაც არის მწვანე, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული. არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ მხოლოდ ერთი დასახელების საკვები.

არასდროს ისაუზმოთ ბოსტნეულის გარეშე

ხალხი ხშირად ლანჩს ან საღამოს ელოდება, რომ ბოსტნეული ჭამოს. არადა, მათი მირთმევა დილიდან აუცილებელია. რეკომენდებულია 5 სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული ყოველდღე. ბრიტანელი სპეციალისტები გვირჩევენ, დილით ერთი ჭიქა ნატურალ წვენის დალევასაც.

ზედმეტი ხილი არასდროს ჭამოთ

ერთ-ერთი ბრიტანელი დიეტოლოგი ამბობს, რომ ის ხილის 2-3 პორციას ანაწილებს დღის მანძილზე. სპეციალისტი დიეტური საკვების შეძენას არ გირჩევთ, რადგან ასეთ დროს მწარმოებლებს ემულგატორების და კონსერვანტების დამატება უწევთ.

ყოველთვის საკმარისად უნდა გეძინოთ

ძილი თქვენი ფსიქოლოგიის რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიძლება კარგი დიეტა და ჯანსაღი კვება გქონდეთ, მაგრამ თუ საკმარისად არ გძინავთ, ეს თქვენს სხეულზე უარყოფითად აისახება.

ყოველთვის დალიეთ ყავა

ყავა ტვინს აფხიზლებს, სისხლის ცირკულაციას ხელს უწყობს და ტვინის ერთგვარი მკვებავია.

არასდროს ჭამოთ 9-ის მერე

თქვენი სხეული როცა არ არის დატვირთული და ის მზადაა დასვენებისა და აღდგენისთვის, საჭმლით ნუ დატვირთავთ.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები