LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვერცხები და ცოცხები, როგორც “ქართული ოცნების” ბრძოლის იარაღი – დაპირისპირება ამჯერად ზუგდიდში

219
BeFunky-collage (2)

ხმაური და დაპირისპირებაა “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისთან. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ოფისის შენობას კვერცხები, ცოცხები, ხელჯოხები და კასრები ესროლეს. ჩამტვრეულია ენმ-ს პარტიის ოფისის მინაც.

აქციის მონაწილეებსა და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს შორის ამ წუთებში პოლიციის კორდონი დგას.

დაშავებულია ერთი პოლიციელი. მას  “ქართული ოცნების” მხარდამჭერის მიერ, ენმ-ის ოფისის მიმართულებით ნასროლი ხელჯოხი მოხვდა.

ზუგდიდის მსგავსად, დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოსა და მცხეთის მერიასთან, ოპოზიციის აქციის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციაც იმართებოდა.

მცხეთაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრს ზაალ უდუმაშვილს ცოცხი ესროლეს, ხოლო ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

ვიდეო: გიგა ბოკერიას აქციაზე წყალი შეასხეს

ოპოზიციის და კონტრაქციის მოანაწილეებს შორის სამართალდამცავები დგანან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები