LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვესიტაძე: რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას [ვიდეო]

2476
kvesitadzeeeeeeeeeeeee

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ადგილზე ლოზუნგებით და რუპორებით არიან მისულები და კვესიტაძის მეუღლის შოთა უტიაშვილის გუშინდელ სტატუსს აპროტესტებენ.

კვესიტაძე ამბობს, რომ ეს მასზე ზეწოლაა და მოუწოდებს არასამთავრობოებს, მოახდინონ რეაგირება.

“მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით – საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან – თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება Eka Gigauri Mikheil BenidzeGiorgi Mshvenieradze და განსაკუთრებით სახალხო დამცველს Nino Lomjaria გთხოვ შეატყობინ საელჩოებს Nino Nakashidze”, – წერს ეკა კვესიტაძე.

კვესიტაძის ქმარმა გუშინ დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ასევე ის წერდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს დაუგროვდა კაპიტალი, რომელიც ახლა იფლანგება. სტატუსის ორიგინალი ამ დროისთვის საჯარო არ არის, თუმცა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უტიაშვილი მის მოკლე შინაარსს გვთავაზობს:

„ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება თქო.

ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება – არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს.

შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში,“ – წერს კვესიტაძის მეუღლე შოთა უტიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები