LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიციანი „კაცების აქციაზე“: უკმარისობა დამრჩა, ფიცი უნდა დავდოთ, როგორც “მონადირე”-ს წევრებმა შემომფიცეს

355
2e58de1282061356c82552836d4a9b63_thumb

„ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი!ფიცი თუ არ დაიდო,ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია!უწერია!ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბ-ნმა ლევანმა,როგორც მე დავდევი 1992 წლის 3 აგვისტოს და,როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება!“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი თბილისი პრაიდის წინააღმდეგ შექმნილი “სახალხო რაზმების” შესახებ წერს. ის ამბობს, რომ გუშინდელმა „კაცების აქციამ“ იმედის ნაპერწკალი გაუჩინა ხალხს და ამასთან, დეპუტატი მისი ხელმძღვანელობით გასამხედროებულ ორგანიზაცია  “მონადირეს” იხსენებს, რომელიც კვიციანის გუბერნატორობის დროს, კოდორის ხეობის ყველა სოფელს აკონტროლებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა აფხაზ სეპარატისტებთან და რუსული არმიის წარმომადგენლებთან.”მონადირე” ვარდების რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ დაშალა.

ემზარ კვიციანი წერს:

“დიდება ღმერთს!!!

მეგობრებო,გამარჯობათ!

გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი კიდევ გაუჩინა ჩვენს ხალხს:)))ლევან ვასაძემ ,რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლოს,იმედი გაგვიჩინა ქართველებს,თავის გამოსვლაში საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა.სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში პარ ამოშვებული,ბ-ნმა ლევანმა კი შედეგი უჩვენა,თავის თავზე აიღო პასუხისგებლობა ისეთი,რომელიც ჯერ თბილისში არავის არ აუღია:)))ამას ველოდით დიდი ხანია ქართველები და ბოლოსდა ბოლოს მივიღეთ უფლისგან კურთხევა:)))დიდება ღმერთს!!! ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი!ფიცი თუ არ დაიდო,ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია!ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბ-ნმა ლევანმა,როგორც მე დავდევი 1992 წლის 3 აგვისტოს და,როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება!ბოლომდე ერთმანეთის და სამშობლოს დაცვა!აი მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას:)))საქართველო გადარჩება:)))სიმართლე გითხრათ სუსი ვიგრძენი,ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულბა ,მაგრამ თვითონ ლევან ვასაძის იმედი მომეცა,რადგან გუშინ ის ძაან გულწრფელი მომეჩვენა:)))გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად,ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ!ქართველებო გადაჩებით!ვიცი და გამოცდილი მაქვს,რომ სუსის მიერ შემოგზავნილი ჯაშუშები ფიცს აღუდგებიან წინ,მაგრამ ყველაფერი არის ლევან ვასაძეზე დამოკიდებული,თუ რამდენად თავისუფალია,თავისუფალია გარე ძალებისაგან, ესეიგი სუსისგანაც,რადგან სუსი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან იმართება,თუმცა მაქვს იმედი,რაღაც პროცენტი სუსის თანამშრომლებისა ეროვნულია!მე გუშინ ჩავეწერე სიაში,არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები,მაგრამ ვიცი,რომ ეს მე გულწრფელად მინდა!არგვეშინია 223 მუხლის,რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი!უფლის სახელით “ერთი ყველათვის,ყველა ერთისთვის”!დიდება ღმერთს!!!”- წერს კვიციანი

16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით მამაკაცების ნაწილი შეიკრიბა, იმისთვის, რომ 18-23 ივნისს დაგეგმილი გეი-პრაიდის ჩაშლა დაეგეგმათ. შეკრებაზე ვასაძემ თქვა, რომ პრაიდის წინააღმდეგ, სახალხო რაზმებს ქმნიან.

დააკავებენ თუ არა ლევან ვასაძეს - გამოძიება დაწყებულია

რას ედავება გამოძიება ბიზნესმენ ვასაძეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები