LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიციანის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსს“ ბეჟან გუნავაც ტოვებს

254
BeFunky-collage (1)

ბეჟან გუნავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას “ქართული არჩევანი” აფუძნებს.გუნავა პარტიიდან წავლის მიზეზებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მიუღებელია პარტიის მართვის ის პრინციპები და გადაწყვეტილებების მიღების ის ფორმები, რომელიც „პატრიოტთა ალიანსში“ არსებობს. მის კომენტარს საკითხზე “პირველი არხი” ავრცელებს.

ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა.

„პატრიოტთა ალიანსი“ აცდენილი იყო რეალურ ინტერესებს, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეფუძნებინა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის 90 პროცენტს შეადგენენ ახალგაზრდები და რომლის დასახელება იქნება „ქართული არჩევანი“.

ჩვენ შემოვივლით ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, ყველა ოჯახს. დაწყებული მასშტაბური პრობლემებიდან, დამთავრებული რიგითი ოჯახური პრობლემებით, ვიბრძოლებთ ყველა ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, გადაწყვეტის ფორმები კონსტრუქციული დიალოგი იქნება“,- განაცხადა ბეჟან გუნავამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღი წინ „პატრიოტთა ალიანსი“ ემზარ კვიციანმაც დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები