LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსში ქართული ვენახი გაშენდება

560
simpy_lovely_wines_getty_885

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს ხრისტოდულიდისმა სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია, უზრუნველყოს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების განხორციელებას.

კვიპროსთან, როგორც ტურისტულად კარგად განვითარებულ ქვეყანასთან, აგროსასურსათო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობა, რადგან განვითარების ტენდენცია მზარდია.  ჩვენ საშუალება გვაქვს ვენახის ისეთი ქართული ჯიშები შევთავაზოთ კვიპროსის მხარეს, რომლებიც მათ რთულ კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუება. ასე რომ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის რეალური პერსპექტივა რამდენიმე მიმართულებით არსებობს და  პრიორიტეტულია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, კვიპროსის დელეგაცია, პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის ხელმძღვანელობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები