LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვლავ მოკლეს ქალი საქართველოში და მედიის ნაწილი კვლავ ჭორაობს…“

143
thumbnail-(6)

„ტაბულას“ ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სურამში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება (ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა) და აღნიშნავს, რომ მედიაში ამ ამბავს ისევ ჭორაობის ფონზე აშუქებენ.

გთავაზობთ ჟურნალისტის სტატუსს ამ თემაზე:

„კვლავ მოკლეს ქალი საქართველოში და მედიის დიდი ნაწილი კვლავ ჭორაობს. ერთი წუთი და 23 წამი გრძელდება ბრალდებული კაცის დედის სინქრონი დღის მთავარ გამოშვებაში, რომელიც იტევს ქალის დადანაშაულებას, კაცის გამართლებას, ეჭვებს სხვა კაცზე და ა.შ.

რა თქმა უნდა, არც მეზობლების მონათხრობი გვაკლია, რომლებისთვისაც თურმე “მკვლელობის მოტივი გაურკვეველია”. ჟურნალისტი მათ ეკითხება: “ოდესმე ჰქონია ქმართან რაიმე პრობლემა?”

ჯამში, ამბის თხრობა 5 წუთზე მეტხანს გრძელდება და არც ერთი სიტყვა ფემიციდის პრობლემაზე, სახელმწიფოს რეაგირებაზე, გამოსავლის ძიებაზე და ა.შ. არ არის.

პ.ს. ეს მხოლოდ ერთი არხის ამბავია, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ თამამად შეიძლება განზოგადება“.

 

ფოტო – „ტაბულას“ ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები