LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ძაღლები ქალებს უფრო ემორჩილებიან, ვიდრე კაცებს

344
dog-feature

თუ თქვენი ძაღლი ყეფს, დიდი ალბათობით მიხვდებით, რა სურს. თუ ძაღლი მაშინ ცდილობს ამ გზით თქვენი ყურადღების მიქცევას, როდესაც სადილობთ, დიდი ალბათობით მას შია, ხოლო თუ კართან დგას, გარეთ გასვლა სურს.

რაც უფრო დიდია ძაღლსა და პატრონს შორის ურთიერთობის დრო, მით მეტია ურთიერთგაგებაც.

თუმცა ჟურნალ Royal Society of Open Science-ში გამოქვეყნებული კვლევა ირწმუნება, რომ ძაღლები, ზოგადად ქალებს უფრო ემორჩილებიან, ვიდრე კაცებს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ქალებს უკეთ შეუძლიათ მიხვდნენ, რა სურს ძაღლს კონკრეტულ მომენტში.

მკვლევარებმა ჩაიწერეს 18 ძაღლის ყეფა სხვადასხვა სიტუაციებში. კვლევის მონაწილეებს უნდა ამოეცნოთ ემოცია, რომელსაც ძაღლი კონკრეტულ მომენტში განიცდიდა და უნდა მიმხვდარიყვნენ, ყეფის დროს ძაღლი აგრესიული იყო, შეშინებული, რამე აწუხებდა, ტკივილს განიცდიდა თუ ბედნიერად გრძნობდა თავს.

საერთო ჯამში, ქალებმა უკეთესი შედეგები აჩვენეს ემოციების ამოცნობაში, ვიდრე კაცებმა. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, თომას ფარაგოს განცხადებით ამის მიზეზი ის არის, რომ ქალები უფრო თანამგრძნობები არიან და ემპათიის მაღალი უნარით გამოირჩევიან.

ფარაგომ აღნიშნა ისიც, რომ მეცნიერებისათვის გასაკვირად, ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა ემოციების სწორად ამოცნობის 63%-იანი ნიშნული დააფიქსირეს მაშინ, როდესაც მკვლევარების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33% უნდა ყოფილიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ძაღლების ბევრად უკეთ ესმით, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები