LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: ორჯერადად აცრა COVID-19-ით დაავადების გახანგრძლივების რისკს ორჯერ ამცირებს

130
ვაქცინაცია მასწავლებელ

BBC-ის ცნობით, ლონდონის სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრა არა მხოლოდ ამცირებს კოვიდით დაინფიცირების რისკს, არამედ, დაავადების გახანგრძლივების რისკს 50 %-ით ამცირებს.

მეცნიერებმა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივლისამდე 1,2 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აიცრნენ, ამასთან, მათ გამოიკვლიეს ორჯერადად ვაქცინირებული 917,504 ადამიანის სამედიცინო ისტორია.

კვლევის თანახმად, მხოლოდ 0.2%-მა, 2,370 ადამიანმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდგომ COVID-19-ით დაინფიცირდა.

გარდა ამისა, 592 სრულად ვაქცინირებული ადამიანიდან, მხოლოდ 31-მა, ანუ 5%-მა განაცხადა, რომ COVID-19-ის სიმპტომები გაუხანგრძლივდათ. ხანგრძლივი კორონავირუსი გულისხმობს დაავადების სიმპტომების არსებობას 28 დღის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

არავაქცინირებულთა ჯგუფში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11% იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები