LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: რაც მეტად ჩაეხუტებით ბავშვს, მეტად ჭკვიანი იქნება

12646
childhug

მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევით დადასტურდა, რომ ხშირი ჩახუტება ბავშვის ტვინის განვითარების პროცესში ძალიან დიდ და დადებით როლს ასრულებს. ამის მიზეზი ჰორმონი ოქსიტოცინია,რომელიც ჰიპოთალამუსში გამომუშავდება და შემდეგ სისხლში გამოიყოფა. აღნიშნული ჰორმონი ძუძუმწოვრებში მშობიარობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა როგორც უახლესი კვლევებით დგინდება, მისი მოქმედება უფრო ღრმა და მრავალფეროვანია.

ოქსიტოცინი ადამიანის სოციალიზაციასა და სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარებაში ასრულებს დიდ როლს, სწორედ ამიტომ მას „სიყვარულის ჰორმონსაც“ ეძახიან.

ჰორმონი ორივე სქესის ადამიანებშია წარმოდგენილი და მისი მოქმედება ასტიმულირებს სიამოვნების ცენტრებს. იგი ამაღლებს ნდობის უნარს სხვა ადამიანების მიმართ.

ოქსიტოცინის გამოყოფა ხდება ახლობელ ადამიანებთან კონტაქტის, უფრო კი ფიზიკური კონტაქტის დროს. კვლევის თანახმად, ბავშვის ტვინში ჰორმონი ხშირად გამოიყოფა მშობლებთან ჩახუტების დროს, რის შედეგადაც ბავშვს უკეთ უვითარდება სოციალური უნარები და უადვილდება საზოგადოებაში ადაპტაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები