დიდი შანსია, თანაკლასელებთან შედარებით  უმცროსი ასაკის ბავშვებს დეპრესია დაემართოთ, სირთულეეები შეექმნათ სასწავლო მასალის ათვისების პროცესში, ან ADHD(Attention deficit hyperactivity disorder) ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი განუვითარდეთ. აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი პედიატრები და ფსიქოლოგები, რომლებმაც კვლევისათვის 14-15 წლის ასაკის მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემები გამოიყენეს.

როგორც CBN News-ს ფსიქოლოგმა ლიზა დეიმურმა განუცხადა, კლასის ყველაზე უმცროს მოსწავლეებს 30%-ით მეტი შანსი აქვთ გახდნენ დეპრესიისაკენ მიდრეკილნი ან ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას. გარდა ამისა მაღალია ასეთ ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) განვითარების რისკებიც.

დეიმურის თქმით, მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვი აუცილებლად მზად უნდა იყოს სკოლაში მისასვლელად, როდესაც ისინი ბავშვის სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილებას იღებენ. ბრიტანელი ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს აუცილებლად გაესაუბრონ ბაღის  მასწავლებელს, რომელსაც ბავშვთან ერთად დიდი დრო აქვს გატარებული და უშუალოდ საკლასო ოთახში ხედავს  მის როგორც ინტელექტუალურ, ასევე სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ უნარებს და პოტენციალს.

„როდესაც საქმე ჩვენს შვილებს ეხება, ნეიტრალურები ვერ ვიქნებით. ზოგჯერ მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი 4 წლისაა და უკვე კითხულობს, ამიტომ მზადაა სკოლაში წასასვლელად. სინამდვილეში კი მშობლებს სრული სურათის დანახვა სჭირდებათ. მათ უნდა გაითვალისწინონ ბავშვის ემოციონალური განვითარების დონე და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარიც. განვითარება მრავალმხრივი და ეტაპობრივი პროცესია და მისი ხელოვნურად დაჩქარება შეუძლებელია. მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ყველა ამ ფაქტორს, რათა შემდეგ არ აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე, რომ მაგალითად, მათი შვილი ზოგიერთ ასპექტში ჩამორჩება თანაკლასელებს ან უჭირს ახალი მასალის ათვისება. ბუნებრივია ასეთ პრობლემებთან გამკლავება ბავშვებს უჭირთ და ხშირად დეპრესიაში ვარდებიან. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მათ სოციალურ უნარებზე და თანატოლებთან ურთიერთობაზეც.

ვურჩევ მშობლებს, აუცილებლად გაესაუბრონ საბავშვო ბაღის ან Preschool-ის მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებთან მთელ დღეს ატარებენ და ყველაზე კომპეტენტურად შეუძლიათ შეაფასონ ბავშვის მზაობა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

აჩუქეთ თქვენს შვილებს ბავშვობის კიდევ ერთი წელი და მიეცით საკმარისი დრო სკოლისათვის მოსამზადებლად “- აცხადებს ლიზა დეიმური.

 

 

მსგავსი თემები