LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: უკრაინის მოსახლეობის 88%-ს სჯერა გამარჯვების, 80% ამბობს, რომ საკუთარ მიწას იარაღით დაიცავს

75
BeFunky-collage (1)

უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინული Ratinggroup-მა სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა.

სოციალოგიურმა ჯგუფმა გამოკითხვა პირველ მარტს ჩაატარა.

კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:

  • ომამდელ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დონე 20%-მდე მეტით გაიზარდა.  უკრაინელების 86%-ს ევროკავშირში, ხოლო 76%-ს NATO-ში შესვლა სურს.
  • უკრაინაში გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ მზადაა იარაღით დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. 2020 წელს მათი რაოდენობა ვინც საბრძოლველად იყო მზად, 59% იყო.
  • გამოკითხულთა 88%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს.
  • მნიშვნელოვანია ისიც, რომ 98% მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საქმიანობას, 93% — პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო 84% ადგილობრივი მერების ქმედებებს.

ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს: უძლეველობის სიმბოლო ხართ, მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია თქვენით, გპირდებით, დადგება დრო, როცა დავიძინებთ, მაგრამ ეს იქნება გამარჯვების შემდეგ

რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები

ოკუპანტებმა ხერსონში პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს – “დაღუპულია ბევრი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”

6 ათასამდე ჯარისკაცი, 200-ზე მეტი ტანკი, 900-მდე ჯავშანტექნიკა – უკრაინის თავდაცვის უწყება რუსულ დანაკარგზე

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები