LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევების თანახმად, იანვარსა და თებერვალში დაბადებული ბავშვები უფრო მდიდრები და ცნობილები ხდებიან

1_Cute-smiling-baby-with-teddy-bear-toy-home-in-room

ადამიანები თავიანთი არსითა და ხასიათით განსხვავებულები არიან. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მათი დაყოფა საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს თითოეულ მათგანზე, თუმცა არსებობს სულ სხვა კლასიფიკაცია, რომელიც დაბადების თვის მიხედვითაა შედგენილი და ძალზე საინტერესო დეტალებზე მიუთითებს.

ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით,  წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დაბადებული ბავშვები, უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას კარიერაში. დაბადების დღის ქონა იანვარსა თუ თებერვალში არც ისე იდეალური დროა სიცივის გამო, მაგრამ კვლევის თანახმად, მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ყველაზე მდიდრები და ცნობილები ხდებიან.

როგორც Journal of Social Sciences-მა დაადგინა, ჰოლივუდის ვარსკვლავების უმეტესობა 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე პერიოდშია დაბადებული. კვლევებმა დადო დასკვნა, რომ ყველაზე მეტი ცნობადი სახე, სწორედ მერწყულის ნიშნის ქვეშაა დაბადებული.ცნობისთვის, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან ჯენიფერ ენისტონი, ოპრა უინფრი, კრიშტიანუ რონალდუ.

horoscop.com-ის თანახმად, მერწყულებს ახასიათებთ ენერგიულობა , მდიდარი წარმოსახვის უნარი და დამოუკიდებლობა,  ასე რომ აზრს მოკლებული არ იქნება, თუკი ვინმე წარმატებულ კარიერას შეიქმნის,  ვისაც ასტროლოგიის სჯერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები