LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვლევების თანახმად, კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ – მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი

412
paatajorjolianinews

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ექიმმა ისაუბრა იმ რისკებზე, რომლის წინაშეც აუცრელი ორსულები დგანან.

„მცირედი კლება ინფიცირების, იმედის მიზეზს არ გვაძლევს. დიდხანს გავჩერდით იმ რაოდენობაზე ინფიცირებულებისა, რაც ცდება 4 000-ს. მინდა აღვნიშნო, რომ ლეტალობა საკმაოდ დიდია საქართველოში იმ ფონზე, რა რაოდენობის მოსახლეობაც ცხოვრობს.

ორსულებში ინფიცირების რიცხვი საკმაოდ  მომატებულია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ  ტრიმესტრში იმყოფება ორსული. გართულებების ტემპი და, ასევე, სიმძიმე მესამე ტრიმესტრში ანუ ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პირველ მეორე ტრიმესტრში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც.

ორსულობის და მშობიარობის გართულებები ყველაზე მეტია მესამე ტრიმესტრში. ინფიცირების დროს იზრდება დედის სომატური პრობლემა. კვლევა იმის თაობაზე, რომ ორსულების ვაქცინაცია იწვევს ნაადრევ აბორტს, სიმახინჯეს, ინტრანტალურ სიკვდილს, არ არსებობს. ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. კვლევების თანახმად, ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება. კვლევებით ვნახულობთ, რომ არის ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა. მტკიცებულებითი სახით თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებში რამე სახის პათოლოგიას იწვევს, ეს ძალიან ძნელია და ამას შესაბამისი კვლევა სჭირდება.

დამძიმების, სუნთქვითი უკმარისობის და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, განსაკუთრებით ადრეული ვადის ორსულების პერიოდში უმჯობესია ინფიცირებული ორსული მოთავსდეს სტაციონარში,“ – ამბობს პაატა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები