LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევის შედეგები: ვინც “ასტრაზენეკას” მიღების შემდეგ, “ფაიზერით” აიცრა, 6-ჯერ მეტი ანტისხეულები გამოიმუშავა

318
1

“მათ, ვინც “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ, მეორე დოზად “ფაიზერი” გაიკეთა, 6-ჯერ მეტი ანტისხეული გამოიმუშავეს, ვიდრე მათ, ვინც ორჯერადად “ასტრაზენეკა” მიიღო”, – ეს ახალი კვლევის შედეგებია, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩატარდა.

ექსპერიმენტის შედეგები გუშინ გასაჯაროვდა.

კვლევის ძირითადი მიზანი კოვიდვაქცინების შერევის ეფექტიანობის დადგენაა. ვაქცინების კომბინირებაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ მეთოდს რამდენიმე ქვეყანაში მიმართეს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ვაქცინების შერევა ვირუსისგან უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს.

“კვლევა კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტომ ჩაატარა და შეისწავლა გარკვეული ვაქცინის დოზების შერევის შედეგები და ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსის ალფა, ბეტა, გამა და დელტა შტამების წინააღმდეგ.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 499-მა სამედიცინო მუშაკმა. 200-მა მედმუშაკმა მიიღო “ასტრაზენეკას” ვაქცინის ორი დოზა, 200-მა მუშაკმა მიიღო “ფაიზერის” ორი დოზა, ხოლო 100-მა ორივე ვაქცინის შერეული დოზა.

სამივე ჯგუფმა შეიძინა ანტისხეულები, ხოლო ჯგუფმა, რომელმაც ორივე ვაქცინის თითო დოზა მიიღო, ანტისხეულების თითქმის ის ანალოგიური დონე აჩვენა, რომელიც ჯგუფმა, რომელიც ფაიზერის ორი დოზით აიცრა. რაც შეეხება “ასტრაზენეკას” ვაქცინით ორჯერადად აცრილ პირებს, მათ ანტისხეულების გაცილებით დაბალი რაოდენობა გამოუმუშავდათ.” – წერს მონაცემებზე დაყრდნობით Forbes-ი