LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაჩარო გახარია, ლაჩარო ივანიშვილო, რაც დღეს გააკეთე, ხალხს კი არა საკუთარ თავს მიაყენე შეურაცხყოფა”

ბარამიზე

“ლაჩარო გახარია, ლაჩარო ბიძინა ივანიშვილო. შენ რაც დღეს გააკეთე, შეურაცხყოფა მიაყენე საკუთარ თავს, ხალხს კი არ მიაყენე შეურაცხყოფა, საკუთარ თავს” – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ  გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ დღევანდელი ქმედებით, თავი კიდევ ერთხელ შეირცხვინა. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ბრძოლის გაგრძელებას გაერთიანებული ოპოზიცია მშვიდობიანი გზით აპირებს.

“ბევრს ვერ გასტანენ ესენი, იმიტომ რომ ეს ბიჭები რომ არიან, რომლებითაც ვამაყობთ ჩვენ, ჩვენი პოლიცია, ჩვენი შექმნილი პოლიცია, ამათ დღეს აიძულეს, უკანონო ბრძანებებიშეასრულებინეს. ამათმა ძალიან კარგად იციან და მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ გული სტკივათ ამათაც. ამ ბიჭებს ამდენი შეურაცხყოფა რომ მიაყენა ივანიშვილმა, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს, აუცილებლად მიუჩენს თავის ადგილს,” – ამბობს ბარამიძე.

თელავის ცენტრში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.აქციის მონაწილეებს სურდათ,  რომ პოლიციის მიერ მიტანილი ჯებირები, რომლითაც ერეკლეს ძეგლისკენ ასასვლელი გზა იყო გადაკეტილი, იმ გზაზე განელაგათ, რომლითაც სამთავრობო მანქანები გადაადგილდებიან.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2157620091218220/?__xts__[0]=68.ARArNBSH5rNO_JOCqM8J0CoxW6Td0hN0TF7Il-U9wLzEjcc2E8i3ELPoOQ871ueCAEnT6VrpSUl0UdorVMP6AqUUIGCux0i6uy36aficCpPcGrwOGXSNfOlUY7pEdG82YcxV7nbiOFbjQnd5KFCwJrMmEImn8Tr_90AoeYIVHpmGVpDlPPywW0IVlo6KdgUWIQgnLg_ZUnauHfythLGEsIQpFy0yWbWvB44eFnNBTGgdViyx3bw7XqlTK3ImrhUueKo2MIw3ZsWw489dBJh7Gk8MmXd-vuhr59h4k8Y4WFEiscUFTE0VHCvkLzTnuDEaILyhQyAvIOKtgDv-gGmthJRZ6h0NsBlzcQU&__tn__=-R

თელავის ცენტრში ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია. ოპოზიციის მხარდამჭერები, სადაც პოლიციის კორდონია, სავალი გზა მეორე მხარეს იმყოფებიან და მანქანების გადაადგილებას პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ათეული სამართალდამცველი დარჩება. ასევე, ადგილზე რჩებიან ოპოზიციის მხარმდაჭერებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები