LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავა ჰიუ ჯეკმანთან ერთად – დღის ფოტო

896
lado-aphkhazava

ლადო აფხაზავა დუბაიშია. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების ათეულში ქართველ მასწავლებელს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს. მათ შორის არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორებიც, რომლებიც ლადოს მხარდასაჭერად დუბაიში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო 2017 წელს ლადო აფხაზავამ მიიღო.

ახლახან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ლადო აფხაზავა ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ჰიუ ჯეკმანთან ერთად არის გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ ჯეკმანმა წარადგინა სპეციალური ვიდეოს საშუალებით ფინალისტების ვინაობა და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ოფიციალური სტუმარიც გახლავთ.

ფოტოს აღწერაში აღნიშნულია:

“?? მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტები, ლადო აფხაზავა ?? და პიტერ ტაბიჩი, ჰიუ ჯეკმანთან ერთად ?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები