LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში „იმპექსის“ ახალი აფთიაქი მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით ელოდება

1996
Fortuna.ge

ლაგოდეხში „იმპექსის“ახალი იისფერი აფთიაქი გაიხსნა (მის: ზაქათალას ქუჩა #3). “იმპექსი” მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ აფთიაქს აერთიანებს და ახალი აფთიაქით კიდევ უფრო აფართოებს ხელმისაწვდომობას რეგიონებში.

აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ყოველდღიური მაქსიმალური ფასდაკლებით მედიკამენტებზე 30 ივნისის ჩათვლით, ასევე 50% -40%-30% ფასდაკლებით თავის მოვლის ევროპული კოსმეტიკური ბრენდების პროდუქციაზე: Cerave, Alphanova Sun, Sunkissed, AA Cosmetics, Oillan, Phytorelax, Cosnature და ა.შ.

„იმპექსი“ ორიენტირებულია მაღალი ხარისხის იტალიური, გერმანული, ფრანგული, ბრიტანული და პოლონური ორგანული და ნატურალური, მსოფლიოში აღიარებული სერტიფიკატების მქონე კოსმეტიკური ბრენდები ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი მომხმარებლებისთვის.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზების მიმართულებით. „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში და 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების დასახელებები ყოველკვირეულად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელია „იმპექსის“ აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში.

დღესდღეობით „იმპექსფარმი“ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. „იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს – ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს „იმპექსის“ საფთიაქო ქსელის მფლობელი კომპანია, შპს „იმპექსფარმი“ გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერის“ (Leader of the Year) მფლობელი და დასახელდა, როგორც ფარმაცევტულ სექტორში ყველაზე დინამიკურად მზარდი კომპანია წინა კალენდარული წლის შედეგებზე დაყრდნობით.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების მქონე, ნატურალური და ორგანული კოსმეტიკური ბრენდები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ა.შ. აღნიშნული ბრენდები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და სწორედ „იმპექსმა“ შეძლო მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მომხმარებლებისთვის. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მომხმარებლებზე ზრუნვის ფარგლებში მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებსა და ფასდაკლებებს, რომლით სარგებლობა ქსელში „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველ პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე.

ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა, დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს:

https://www.facebook.com/ImpexPharmacy

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები