LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლამაზმანის” რეჟისორი, გერი მარშალი გარდაიცვალა

151

82 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი, გერი მარშალი გარდაიცვალა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რეჟისორის წარმომადგენლის თქმით, მარშალი პნევმონიით ქალაქ ბერბანკში გარდაიცვალა.

გერი მარშალმა კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო, მან კომედიური ტელეშოუსთვის სცენარი დაწერა, შემდეგ კი პროდიუსერად მუშაობდა რამდენიმე ცნობილ პოპულარულ სიტკომში.

1982 წელს მარშალმა პირველი ფილმი Young Doctors in Love გადაიღო. 1990 წელს კი გამოვიდა ფილმი „ლამაზმანი“(Pretty Woman), სადაც პირველი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯულია რობერტსმა.

ფილმი „გაქცეული საპატარძლო“(Runaway Bride) ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა, მთავარ როლი კვლავ ჯულია რობერტსმა შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები