LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანჩხუთში კორპუსი აფეთქდა: დაშავებულია 2 ადამიანი

99
საგანგებო 22

ლანჩხუთში, მიხეილ გვარჯალაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ფორტუნას“ განუცხადეს, აფეთქება ერთ-ერთ კორპუსში მოხდა, რის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია, დაზიანდა მხოლოდ ის ბინა, სადაც შემთხვევა მოხდა.

ხანძარი, რომელიც აფეთქებამ გამოიწვია, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები