LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დოლართან მიმართებით კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა

68
lari-a9081

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 დოლარის ღირებულებამ 3.2389 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1880 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0509 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4578 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4230 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები