LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლარი რეგიონში ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს” – ეროვნული ვალუტის გამყარების 4 მიზეზი

249
Untitled design - 2022-02-04T163150.148

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ტურიზმის აღდგენა, საგარეო ფაქტორები  და იანვარში მთავრობის მიერ დაბალი ხარჯვა  -„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი, ევა ბოჭორიშვილი “ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერში” ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ლარი, ბოლო პერიოდში, რეგიონში ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს.

„ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ:

ერთ ერთი ეს არის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ლარში საპროცენტო განაკვეთები მაღალია და ლარში დეპოზიტი მიმზიდველი რჩება, როდესაც უცხოურ ვალუტაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული საპროცენტო განაკვეთები და როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ ნეგატიურ მოვლენებს ლარზე მუდმივი გავლენა აქვს, მათ შორის რუსეთ -უკრაინის კონფლიქტს, ახლა ვხედავთ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები მომხმარებელს აღარ უბიძგებს, რომ ნეგატიურ ნიუსებზე მოახდინოს გავლენა და დოლარში კონვერტირებები აღარ ხდება, რაც პანიკურად იყო ხოლმე კონვერტირება ბაზარზე.

ლარის კურსის გამყარებას ასევე ვუკავშირებთ ტურიზმის აღდგენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ვფიქრობთ, რომ გაგრძელდება ტურიზმთან დაკავშირებით წელს პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და ესეც ერთ-ერთი კომპონენტია.

გარდა ამისა, იანვარში დაბალი იყო მთავრობის ხარჯვა. ძირითადად დეპოზიტებზე აგროვებდნენ ფულს, ამასაც გავლენა აქვს“, – აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

წამყვანის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ერთ-ერთ მიზეზად დავასახელოთ დაბალი პოლიტიკური აქტივობა, რადგან  დეკემბერი და იანვარი შედარებით მშვიდი თვეები იყო, ევა ბოჭორიშვილი პასუხობს“:

„რასაკვირველია, ეს მიზეზიც არის. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით საგარეო ვაჭრობის, ფულად გზავნილებთან და ტურიზმთან დაკავშირებით მონაცემები. შესაძლებელია, საგარეო ბალანსი გაუმჯობესებულია, ესეც იქნება ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი ლარის კურსთან დაკავშირებით.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში რეგიონის ვალუტებს თუ შევხედავთ, ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს ლარი და ყველაზე მეტად არის დოლართან მიმართებაში გამყარებული.

ამ ყველაფერმა უნდა დააკომპენსიროს მსოფლიო სურსათისა და ნავთობის ფასები და ამ კუთხით ნაკლები ზეწოლა იქნება ფასებზე“, – აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები