LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის გამყარება გაგრძელდება – ეკონომიკის მინისტრი

199
1564492891005407

ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მინისტრის თქმით, ეს არის მიმდინარე პროცესი და ლარის გამყარება გაგრძელდება.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით, რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამას ვხედავთ ახლა – ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალია, ინფლაციას შევზღუდავთ, ლარი მყარდება“, – აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარს შეადგენდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები