LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსი, რომ არ შეცვლილიყო, ბენზინის ფასი მაქსიმუმ 1.50 თეთრი იქნებოდა, ახლა 3 ლარია, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა: აკაკი ბობოხიძე

77
აკაკი ბობოხიძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პარტიის მომავალი პოლიტიკური კამპანიის დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ლარის კურსის ზრდამ ბენზინზე ფასების ზრდა განაპირობა, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ამიტომ მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გაუქმება იქნება.

ბობოხიძის განმარტებით, ევროპული საქართველო არამარტო ბენზინზე, არამედ სხვადასხვა ტიპის გადასახადების დაწევას ითხოვს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საწვავზე აქციზის გაუქმება იქნება ამოსუნთქვის საშუალება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეკონომიკისთვის. აქციზის გაუქმება პირდაპირ ხელისუფლების ხელშია.

ლარის კურსი, რომ არ შეცვლილიყო ამ ქვეყანაში, ბენზინის ფასი იქნებოდა მაქსიმუმ 1.50 თეთრი. ახლა ბენზინის ფასი 3 ლარია, რაც მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

გარდა ამისა, ხელისუფლებამ პირდაპირი ჩარევით, გაზარდა აქციზის გადასახადი. თუ ტონაზე იყო 250 ლარი, ახლა არის 500 ლარი. პირდაპირ ხელისუფლების მიერ დაწესებული აქციზის გადასახადის გამო ემატება საწვავს ფასი.

ევროპული საქართველო არამარტო ბენზინზე, არამედ სხვადასხვა ტიპის გადასახადების დაწევას ითხოვს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მისცემდა ამუშავების საშუალებას“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ევროპული საქართველო საპარლამენტო მანდატის გამოყენებას არ აპირებს და აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს: აკაკი ბობოხიძე

პოპულალურები