LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსთან მიმართებით რყევებს არ ველოდებით: ლაშა ხუციშვილი

46
ლაშა ხუციშვილი -

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსთან მიმართებით რყევებს არ ელოდება. მისი განცხადებით, ლარის კურსის გამყარება დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით, დაჩქარებული ვაქცინაციით და ტურიზმის ამუშავებით აიხსნება.

ლაშა ხუციშვილი ყურადღებას ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით ვითარების დასტაბილურებაზეც ამახვილებს.

ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, იტყვით, ლარი მყარდებაო, მეორე დღეს დასუსტებას იწყებს: რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

„ლარის კურსის მკვეთრი გამყარება ბოლო პერიოდში გამოწვეულია იმ ახალი რეალობით ეკონომიკაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მათ შორის, დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით, დაჩქარებული ვაქცინაციით, ტურიზმის განახლებით. ასევე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა ქვეყანაში, ბიზნესის მიერ გაუმჯობესებული ნდობით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისადმი და ასევე, საერთაშორისო ინვესტორების საკმაოდ მაღალი ნდობით საქართველოს ხელისუფლებისადმი. ლარის გამყარება იყო უკვე ახალი რეალობის ასახვა მის კურსზე. ბუნებრივია, მცირეოდენი მერყეობები ვალუტის კურსს აქვს, იმიტომ, რომ ეს არის გაცვლითი კურსი, თუმცა ამ ნაწილში რყევებს ლარის კურსთან მიმართებით არ ველოდებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები