LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლარის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას…ეს უკვე კრიტიკული გახდა” – ლაშა პაპაშვილი

134
LASHA

ბიზნესმენების შეხვედრა მთავრობის მეთაურთან და მთავარი პრობლემები, რაც ბიზნესს კორონავირუსის გამო შეექმნა – სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა პრემიერს საკუთარი ხედვა გააცნო. როგორ დღის თემაში ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყველა სექტორი იყო წარმოდგენილი, მათ შორის: მშენებლობა, ბანკირები, სამედიცინო სფერო.

“მთავარი, რასაც დაარტყა კორონავირუსმა – ეს ტურიზმი იყო, თუმცა ამას მიჰყვა, ჰორეა სექტორი, სოფლის მეურნეობა… ჯაჭვის პრინციპით. დღეს შეხვედრაზე, ძირითადად, უკვე დაწესებული შეღავათების გაგრძელება ვთხოვეთ, ეს იყო მთავარი თხოვნა. 

მათი მხრიდან, როგორც ჩანს, მაქსიმალურად არის სურვილი, მაგრამ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ. არ არის ის შესაძლებლობები, რისი უფლებაც შეიძლება მისცენ თავის თავს ევროპის ქვეყნებმა. ჩვენ ახლა პირველ დეკემბერს უნდა გადავიხადოთ ის გადავადებული გადასახადები და ამ დაგროვილი თანხის ჩამოწერაც ვითხოვეთ. 

უმთავრესი არის ლარის კურსი – სუსტი თუ ძლიერი ლარი – რას აირჩევს სახელწმიფო. არავის აწყობს სუსტი ლარის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი ახორციელებს”, – ამბობს პაპაშვილი.

“ფორტუნას” კითხვაზე, ანუ დღეს ეროვნულ ბანკზეა დგას ლარის კურსი – ბიზნესმენმა გვიპასუხა:

“არა მარტო ახლა დგას, ბოლო 3 წელია ამას ვამბობ, ახლა უკვე კრიტიკული გახდა, ლარის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ალბათ, არჩევნების ფონზე ძნელი იქნება ამ თემებზე შეხვედრების გაგრძელება. ვფიქრობ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მყისიერად უნდა მოხდეს რეაგირება, უნდა განისაზღვორს, როგორია მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში. 

ჩემი ხედვა იყო და შევთავაზე პრემიერს, რომ ვიფიქროთ ჯანსაღ ცხოვრებაზე, დაწყებული სპორტით, დამთავრებული პროდუქტებით. არ ვყაროთ ფული თუნდაც იმ ვაქცინებში, რომელსაც წამყვანი საზოგადოების ნაწილი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას. არის ფატალური შემთხვევებიც. ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს უკვე არსებულ ვაქცინებს, არათუ ახალს. პატარა ქვეყანა ვართ, მომხიბლავი ბუნება გვაქვს, ყველა პირობა გვაქვს, რომ ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქვეყნის იმიჯი შევინარჩუნოთ”, – აცხადებს ლაშა პაპაშვილი.