LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა დარსალია: საქართველოს და აზერბაიჯანს საჩხუბარი არაფერი აქვთ

139
collage

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ემოციურმა ფონმა ჩაიაროს. როგორც დარსალია აცხადებს, საზღვრის სადელიმიტაციო კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ.

მისივე თქმით, საზღვრის დამდგენი კომისიები მომდევნო შეხვედრას ერთი თვის ვადაში გამართავენ, მანამდე ორი ქვეყნის სპეციალისტები ადგილზეც ჩავლენ.

“ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციურმა ფონმა თანდათან ჩაიაროს და კომისიებს მიეცეთ სასუალება მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ მუშაობა. საქართველოს და აზერბაიჯანს საჩხუბარი არაფერი აქვთ არც ერთ საკითხზე, შესაძლებელია და ორივე ქვეყნის მოტივაციაა, რომ ჩვენ მშვიდ ვითარებაში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნის საზოგადოებებისთვის ხელსაყრელი და მისაღებია. ამისთვის მნიშვნელოვანია არა ემოციური ფონი და ურთიერთბრალდებები, არამედ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ყველას მოვუწოდებ რომ ამ მხრივ ვიფიქროთ და ყველაფერს პასუხისმგებლობით მივუდგეთ”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აქტივისტები აქციას მართავენ. ეს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არც პირველი პროტესტი და არც პირველი აქციაა. ძირითადად, ხალხის შეკრებას ორგანიზებას „ძალა ერთობაშია“ უწევს.

პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ აზერბაიჯანულ მედიაში.

აზერბაიჯანულ მედიაში იძებნება ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ რატომ დაიწყო ადგილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა და სამუშაოები.

გაიგეთ უფრო მეტი: 

საქართველო პროვოკაციებს ამზადებს - აზერბაიჯანული მედია გარეჯის თემაზე

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ პრობლემა სახელმწიფო დონეზეა გადაწყვეტილი, საკითხს კი ქართული მედია ამწვავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები