LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „ძალიან მახარებს, რომ ჩემი გოგონა ფიქრობს ბევრ შვილზე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იქნება ჩვენი შეცდომის კომპენსაცია…“

225
lashaglonti2345

მომღერალ ლაშა ღლონტს ახლახან მეორე შვილიშვილი შეეძინა. ლაშას და მის მეუღლეს ერთადერთი ქალიშვილი, ანი ჰყავთ. როგორც მომღერალი „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, შეცდომა იყო, რომ ერთი შვილის მეტი არ გააჩინეს.

„ჩემი შვილის პირველ ფეხმძიმობასთან შედარებით უფრო დამშვიდებული ვიყავი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ პანდემიის გამო ანი ძირითადად, სახლში იჯდა და ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებდა. ცოტაოდენი გამოცდილებაც გვქონდა და ვიცოდით, რომ მეორე მშობიარობა უფრო მარტივად ჩაივლიდა.

ენით აუწერელია ის გრძნობა, რაც შვილიშვილის დანახვისას, ხელში აყვანისას გეუფლება. ბაბუობა და მამობა თითქოს გაერთიანდა და ერთ დიდ სინაზისა და სიყვარულის გუნდად იქცა…“

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იფიქრეს თავის დროზე ლაშა ღლონტმა და მისმა ცოლმა მეორე შვილის გაჩენაზე, მომღერალი ასე პასუხობს:

„ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ არასწორი იყო ერთ შვილზე გაჩერება და შეიძლებოდა, ერთი ან ორი შვილი კიდევ გაგვეჩინა, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. ზოგჯერ ტრანსპორტის ფულიც არ გვქონდა, სხვა რამეზე რომ არაფერი ვთქვა. ვიცი, ქრისტიანულადაც არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ეს არის, რაც არის. ძალიან მახარებს, რომ ჩემი გოგონა ფიქრობს ბევრ შვილზე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იქნება ჩვენი შეცდომის კომპენსაცია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები