LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „როცა პოპულარული გავხდი, ბევრ ახლობელს არ ესიამოვნა…“

346
lashaglonti2010

ლაშა ღლონტი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, როგორ გაიარა გზა წარმატებისკენ. ცნობილი მომღერლისა და ჯგუფ „ალილოს“ წევრის თქმით, ეს გზა არ ყოფილა მარტივი.

„თუმცა ნაკლებად ვინერვიულე წინააღმდეგობებზე და დაუნახაობებზე. განსაკუთრებით ამან იმძლავრა, როცა პოპულარული, ცნობილი და წარმატებული გავხდი. მაშიონ შევამჩნიე, ბევრ ახლობელ ადამიანს არ ესიამოვნა. ეს არ მაინტერესებდა, რადგან მიყვარდა ჩემი საქმე და ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. შეიძლება, გული მეტკინოს, მაგრამ ვიცი, უფალი არ მიმატოვებს. მთავარია, ჩემს საქმეს არ მოვწყდე. ადამიანებს ეშლებათ რაღაცები და მეც, მათ შორის. მე არაფერს ვაგრძნობინებ, „გავატარებ“, მაგრამ ეს ურთიერთობაზე მაინც აისახება“, აღნიშნავს ლაშა ღლონტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები