LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი: „ზურა ბაკურაძეს ერთი წინადადებით დავახასიათებ, როგორც ხელოვანსა და ადამიანს…“

7007
lashaglontinews45

ანსამბლ „ალილოს“ წევრი, ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში თავის მეგობარსა და კოლეგას, „ქართული ხმების“ ტრიოს წევრს, ზურა ბაკურაძეს ემოციური პოსტით იხსენებს და წერს:

„ბევრს ვერაფერს დავწერ, უბრალოდ, ვერ დავწერ, არ შემიძლია, მაგრამ ერთი წინადადებით დავახასიათებ, როგორც ხელოვანსა და ადამიანს:

ასეთი საიმედო და სტაბილური დასაყრდენი მუსიკაში, ძმობაში, მამობაში, შვილობაში, ქართველობაში, მეუღლეობაში, პატრიოტიზმსა და მეგობრობაში სხვა ჩემ გარშემო არავინ მეგულება. უფალმა გაანათლოს შენი მართალი გული და სპეტაკი სული, ჩემო დიდო რაჭველო კაცო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები