LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსურ საკითხებში ერკვევა

76
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსურ საკითხებში ერკვევა. აღნიშნული განცხადებით, ხუციშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მოქმედი პრემიერის მისამართით ნათქვამს, რომ მისთვის ღარიბაშვილი ფინანსისტი არ იყო, უპასუხა.

„დიახ, ერკვევა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოს ჩვენება საქართველოდან მისცა – რა ეტაპზეა საქმე, რომლის მიხედვით მილიარდერმა 400$ მილიონი დაკარგა

კითხვაზე, თუ რატომ ჰყავს ქვეყანა პრემიერი, რომელიც ფინანსურ და იურიდიულ საკითხებში ვერ ერკვევა, მინისტრი პასუხობს, რომ ეს „საინტერესო შეკითხვა არ არის“. ის ასევე პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ.

შრომისუნარიანი მოქალაქეები სიღარიბეს, უმოქმედობას შევაჩვიეთ – სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ: ღარიბაშვილი

„კონტექსტიდან ამოგლეჯილი გარკვეული ფრაზის განზოგადებას ცდილობთ, რაც არავისთვის საინტერესო არ არის და ამ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც წარმოდგენილი იქნა, ძირითადი პრინციპები იქნა გაჟღერებული და რომელიც წლის ბოლომდე იქნება სრულყოფილი სახით წარმოდგენილი.

ეს არის ის, რაც ევროპის არაერთმა ქვეყანამ ძალიან წარმატებით განახორციელა, ე.წ. „ფაბლიკ ვორქის“ ნაწილში რეფორმა, რომლის განხორციელებასაც საქართველო იწყებს და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ექნება სოციალური მიმართულებით ამ რეფორმას.

რაც შეეხება კითხვას, გასაგებია კონტექსტი, ამ ნაწილში ხაზი იქნა გასმული იმაზე, რომ არსებული სპეციალური პოლიტიკის ეს კონკრეტული მიმართულება ეფექტური არ არის და შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ეფექტურობა იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველმა პირებმა, რომლებიც სახელმწიფოსგან შესაბამის კომპენსაციას იღებენ, ამ მიმართულებით გაუჩნდეთ შესაძლებლობა უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ, რაც მათ სირთულეების დაძლევაში დაეხმარებათ, რომლის წინაშეც თითოეული ადამიანი არის“, – განაცხადა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები