მსახიობი და მომღერალი, რადიო „არ დაიდარდოს“ წამყვანი, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და იხსენებს რთულ პერიოდს, რომელიც ახლახან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო გადაიტანა.

ლაშა რამიშვილი:

„ზუსტად ხუთი თვეა, სიმღერის დროს შუა რეგისტრში ხმა ისე არ მომყვებოდა, როგორც საჭირო იყო. ექიმთან მივედი და აღმოჩნდა, რომ იოგაზე კისტისებრი წარმონაქმნი მქონდა, რომელიც აუცილებლად მოსაცილებელი იყო. ეს ამბავი რომ გავიგე, ორი კვირა არ მეძინა, მეუღლე ყოველ საღამოს ჩემს ცრემლიან თვალებს უყურებდა და მამხნევებდა. მეგობრებს, რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულები, ვეუბნებოდი, იქნებ, მეც ვაჭრობაში გადმოვიდე-მეთქი, მაგრამ ორი თვე გავიდა ოპერაციიდან და ჩემი ხმა ძალიან კარგად არის. რამდენიმე დღის წინ სიმღერაც ჩავწერე“.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები