LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა რამიშვილი: „შვილებისგან გაჯეტებზე ნაკლებ დამოკიდებულებას ვითხოვ…“

227
ლაშა

ლაშა რამიშვილი ჟურნალ „გზასთან“ საკუთარი შვილებისადმი სიმკაცრის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათგან გაჯეტებზე ნაკლებ დამოკიდებულებას ითხოვს. ახლახან მან „მუსიკის ჰანგებში“ შვილთან ერთად ითამაშა და რეჟისორ დათო დოიაშვილსმადლობას უხდის, რომ შესაძლებლობა მიეცა, გაჯეტებისადმი დამოკიდებულებისგან მაშიკო მაინც გაეთავისუფლებინა:

„რასაც ვერ ვიტან, ეს ჩემი შვილების ცრემლებია. ნაწილობრივ, მათ ცრემლები ჩემი ტირანული ხასიათის გამო სდით, როდესაც მაგალითად, შვილებისგან გაჯეტებისადმი ნაკლებ დამოკიდებულებას ვითხოვ. ეს პრობლემა გვაქვს. ვთხოვ, რომ ერთ საათზე მეტი გაჯეტებთან არ გაატარონ. აკრძალვა უარესია, ამიტომ ვერ ვუკრძალავ. მინდა, წიგნებს მეტი დრო დაუთმონ… დოის ჟესტი, რომ ჩემი შვილი სპექტაკლში ჩემთან ერთად ყოფილიყო, გარკვეულწილად იმაში მომეხმარა, რომ ტელეფონებიდან მაშიკო მაინც ამომძვრალიყო. ჩემი ვაჟი, ლაშა-გიორგი მათემატიკაში ემზადება, სპორტითაა დაკავებული… ძირითადად, ჩემს გაღიზიანებას იწვევს ეს თემა იწვევს, რომ ტელეფონში ამდენი თამაში არ შეიძლება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები