LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა – რა ინფორმაციას ავრცელებს ფედერაცია

121
ტალახაძე-web

ქართველი ძალოსანი საუკეთესოდ ცნეს – ლაშა ტალახაძემ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის გამარჯვებული გახდა. ტალახაძეს ჯილდო ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„გილოცავთ, ჩვენ გავიმარჯვეთ! ლაშა ტალახაძე კონტინენტის უძლიერესი ძალოსანია!

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, კონტინენტის მოსახლეობამ საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე ცნო!

ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესი ძალოსანი ევროპაშიც საუკეთესოდ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ფედერაციამ საუკეთესოთა გამოსავლენად გამოკითხვა პირველად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს დაამთხვია.

ლაშა ტალახაძეს ჯილდო ალბანეთში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცემა!

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ 2021 წელს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და რეკორდებიც დაამყარა, სწორედ ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ ის 2021 წლის საუკეთესოდ ძალოსნად აღიარეს!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები