LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა უჩავა 18–საათიანი შიმშილის რეჟიმზე, რომელსაც ქართველი ცნობილი სახეები მიმართავენ

23409
lashauchavanews

ცნობილი ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა fortuna.ge–სთან აკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხოა 18–საათიანი შიმშილის რეჟიმი, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, მათ შორის, ცნობილ ადამიანებს შორის. ბევრი მიმართავს 18–საათიან შუალედებს ჭამასა და ჭამას შორის და კონკრეტულ შედეგსაც იღებს წონის კლების თვალსაზრისით. ასეთ ადამიანებს შორის არიან ნანუკა ჟორჟოლიანი და ალექსანდრა პაიჭაძე.

ლაშა უჩავამ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ 18–საათიანი შუალედი კვებასა და კვებას შორის შეიძლება უსაფრთხო იყოს, თუკი ის ექიმთან შეთანხმდება.

როგორც მან აღნიშნა:

“18–საათიანი შიმშილი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ–ერთ სახეობად, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ გადავწყვეტთ კვების ცვლილებებს, ეს იქნება წონის კლების თვალსაზრისით თუ სხვა დაავადების სამკურნალოდ, აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ნებისმიერი კვების სტილის რეკომენდაციის გაცემა”.

როგორც უჩავამ განმარტა, ამ დიეტის დროს 18 საათი ადამიანი შიმშილობს და სვამს მხოლოდ წყალს, შემდეგი ექვსი საათი კი მიირთმევს.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში ამგვარი მიდგომა, გვიპასუხა:

“არა. მას აქვს თავისი სამკურნალო დანიშნულება, მაგრამ თუ ორგანიზმში მიმდინარეობს სხვადასხვა პროცესი, ყოველი ტიპის არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული პათოლოგიების პროვოცირება, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო კვების დაცვა, რადგან ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ბერძენი ფილოსოფოსი ამბობდა: “ყველაფერი სამკურნალოა და ყველაფერი საწამლავი, მთავარია, ვიცოდეთ წესები და დოზირება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები